კალათბურთი

2:12 | 1.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას შესანიშნავი თამაში და "ვირტუსის" გამარჯვება "ცრვენა ზვეზდასთან"

ევროლიგის 22-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლა და 84:72 დაამარცხა.

იტალიელები საკმაოდ სოლიდურ უპირატესობას მატჩის დასაწყისშივე დაეუფლნენ და საბოლოო გამარჯვებაც იოლად მოიპოვეს.

„ვირტუსის“ რიგებში საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო. ქართველმა კალათბურთელმა 26 წუთში 15 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. შენგელიამ 8-დან 5 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა, რაც იტალიელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

„ვირტუს ბოლონია“ 10 მოგებით და 12 წაგებით მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 3 თებერვალს, „ლიონს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115365