კალათბურთი

1:34 | 1.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

მაკფადენის 17 და ანდრონიკაშვილის 2 ქულა ჩემპიონთა ლიგაზე

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში თად მაკფადენისა და რატი ანდრონიკაშვილის „მურსია“ „ბილბაო“ 90:72 დაამარცხა და მაკფადენი ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

მაკფადენმა 20:53 წუთში 17 ქულა, 1 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. მან 3-დან 2 ორქულიანი, 8-დან 4 სამქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 13-ს გაუტოლდა.

რატი ანდრონიკაშვილმა 4 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს 2 ქულით, 2 მოხსნით და 1 ჩაჭრით დაეხმარა. ქართველმა კალათბურთელმა 1-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 5 ჰქონდა.

„მურსია“ L ჯგუფში თითო მოგებით და წაგებით ჯერჯერობით ლიდერია, მაგრამ „ტენერიფე“ მეორე ტურის მატჩს ოთხშაბათს ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111541