კალათბურთი

23:58 | 31.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას თვის MVP გახდა, ისტორიაში ყველაზე მეტჯერ!

„ლენოვო ტენერიფეს“ ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას იანვრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

იანვარში გიორგის მარდი ქმედების საშუალო მაჩვენებელი 26.8 გამოდგა და ვალტერ ტავარეშთან ერთად თვის MVP-ს ტიტული ერგო.

აღსანიშნავია, რომ შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატში თვის საუკეთესო მოთამაშედ კარიერაში მე-11-ედ დასახელდა, რაც ლიგა ენდესას რეკორდია! ისიც ვთქვათ, რომ იანვარში ქართველი კალათბურთელი ტურის საუკეთესო მოთამაშე ორჯერ გახდა.

აქვე გეტყვით, რომ გიორგი შერმადინი ლიგა ენდესაში იანვარში საშუალოდ 18.6 ქულას, 6.4 მოხსნას და 2 პასს აგროვებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111738