ფეხბურთი

23:04 | 31.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციომ" "იუვენტუსის" მცველი იჯარით დაიმატა

რომის „ლაციომ“ „იუვენტუსიდან“ მარცხენა მცველი ლუკა პელეგრინი ინათხოვრა. 23 წლის ფეხბურთელი „არწივებში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ პელეგრინი ამ სეზონის პირველი ნახევარიც იჯარით ითამაშა, ოღონდ ფრანკფურტის „აინტრახტში“, სადაც 14 უგოლო მატჩი ჩაატარა.

პელეგრინი „იუვენტუსს“ 2019 წელს შეუერთდა, გასულ სეზონში მან „ბიანკონერიში“ 21-ჯერ ითამაშა. იტალიელ მცველს ასევე უთამაშია „კალიარიში“, „რომასა“ და „ჯენოაში“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13004