ავტოსპორტი

21:35 | 31.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ჰაასი“ პირველია

ამერიკული „ჰაასი“ ფორმულა 1-ის გუნდებს შორის პირველია, რომელმაც თავისი ახალი სარბოლო ავტომობილი გვიჩვენა. უფრო სწორედ, მისი გაფორმება, რომლითაც ახალ სეზონში იასპარეზებს. ახალ ავტომობილს კი წინსასეზნ ტესტებზე გამოიყვანს.

გუნდში დიდი სიახლეა - მისი ახალი ტიტულოვანი სპონსორია ამერიკული „მანიგრამი“. მანქანები ისევ თეთრ, შავ და წითელ ფერებში გამოაწყვეს. გუნდი ძრავებს ისევ „ფერარისგან“ მიიღებს.

„შესანიშნავია, რომ პირველებმა წარვადგინეთ ჩვენი ფორმა. თუმცა მთავარი მიზანი, ახალი VF-23-ის ტრასაზე გამოყვანა და ახალი სეზონისთვის მომზადებაა“, - ამბობს გუნდის შეფი გიუნტერ შტაინერი.

ახალი ავტომობილი ტრასაზე პირველად 11 თებერვალს გამოვა, ტესტებში მონაწილეობას კი ბაჰრეინში, 23-25 თებერვალს გეგმავს.

„ჰაასმა“ გასული სეზონი კონსტრუქტორთა პირველობაზე მერვე ადგილზე დაასრულა. გუნდის დანიელმა პილოტმა კევინ მაგნუსენმა კი ბრაზილიის დიდი პრიზის პოული მოიპოვა. მაგნუსენი ახალ სეზონშიც „ჰაასის“ წევრი იქნება, მისი თანაგუნდელი კი გერმანელი ნიკო ჰულკენბერგი იქნება, ვინც თანამემამულე მიკ შუმახერი შეცვალა.

ახალი სეზონი 5 მარტს, ბაჰრეინის დიდი პრიზით გაიხსნება.

0.114721