ფეხბურთი

19:28 | 31.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" ლობოტკასთან კონტრაქტის განახლებაზე შეთანხმებას მიაღწია

„ნაპოლი“ სტანისლავ ლობოტკას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს. ამის შესახებ Corriere Dello Sport-ი იტყობინება.

როგორც იტალიურ გამოცემას სლოვაკი ფეხბურთელის აგენტმა უთხრა, კონტრაქტის განახლებაზე შეთანხმება კარგა ხანია არსებობს, მაგრამ ახლა კლუბიც და ფეხბურთელიც მხოლოდ სეზონზე არიან კონცენტრირებული.

ლობოტკას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2025 წელს ეწურება, მაგრამ მას 2027 წლამდე განაახლებს, 2028 წლამდე განახლების ვარიანტით. სლოვაკი ნახევარმცველი „აძურის“ ნამდვილი დასაყრდენია და ლუჩანო სპალეტის გუნდის წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.

ის „ნაპოლიში“ 2020 წლის იანვრიდან თამაშობს და მას შემდეგ 92 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მანამდე ლობოტკა „ტრენჩინში“, „ნორდშელანდსა“ და „სელტაში“ ირჯებოდა, ასევე იყო „აიაქსის“ მეორე გუნდის ფეხბურთელი.

0.11377