ფეხბურთი

18:47 | 31.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"კარლსრუეს" დირექტორი: "ზივზივაძე ჩვენი შეტევისთვის შესანიშნავი შენაძენია"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეში“ გადავიდა, რომელთანაც 2.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ გერმანული გუნდის სპორტულმა დირექტორმა ოლივერ კროიზერმა კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ბუდუს დამატება ზაფხულშიც უნდოდათ.

„გასულ ზაფხულს უკვე გვყავდა ფეხბურთელი ჩვენი ყურადღების ცენტრში, მაგრამ მაშინ ტრანსფერი ვერ შედგა. ბუდუ არის ფეხბურთელი, რომელსაც საერთაშორისო გამოცდილება აქვს და ჩვენი შეტევისთვის შესანიშნავი დამატებაა. შეტევაში მრავალმხრივი და ცვალებადი ფეხბურთელია“, - თქვა მან.

შეგახსენებთ, ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეში“ 19 ნომრით ითამაშებს. მისი ახალი გუნდი მეორე ბუნდესლიგაში 18 ტურის შემდეგ 18 ქულით მე-15 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119529