ფეხბურთი

17:18 | 31.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"რომამ" ესპანელი მცველი დაიმატა

„რომამ“ ინგლისური „ლიდსიდან“ ესპანელი ცენტრალური მცველი დიეგო ლორენტე დაიმატა. 29 წლის ფეხბურთელი იტალიაში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით გადავიდა.

ლორენტეს გამოსყიდვის უფლება „რომას“ ზაფხულში 18 მილიონ ევროდ ექნება.

დიეგო ლორენტე „ლიდსში“ 2020 წლიდან თამაშობდა და 59 მატჩში 4 გოლი გაიტანა. მანამდე ის „რეალის“, „რაიო ვალეკანოს“, „მალაგასა“ და „სოსიედადის“ წევრი იყო.

0.113063