ფეხბურთი

16:11 | 31.01.2023 | ნანახია NaN - ჯერ

ოფიციალურად: ჟოაუ კანსელუ "ბაიერნის" ფეხბურთელია

მიუნხენის „ბაიერნმა“ „მანჩესტერ სიტიდან“ ჟოაუ კანსელუ დაიმატა. ტრანსფერი გერმანული გრანდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

28 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი „ბაიერნს“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა, მისი გამოსყიდვა კი „რეკორდმაისტერს“ ზაფხულში 70 მილიონ ევროდ შეეძლება.

კანსელუ „მანჩესტერ სიტისთვის“ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო, მაგრამ პეპ გვარდიოლასთან ბოლო დროს კონფლიქტი ჰქონდა, რის გამოც კლუბის დატოვება მოუწია. ის „ბაიერნში“ 22 ნომრით ითამაშებს.

ჟოაუ კანსელუმ „მანჩესტერ სიტიში“ 2018 წლიდან 154 შეხვედრაში 10 გოლის გატანა მოახერხა. მას „ბენფიკაში“, „ვალენსიში“, „ინტერსა“ და „იუვენტუსში“ აქვს ნათამაშები. პორტუგალიის ნაკრების მაისურით კი 41 თამაშში 7 გოლი გაიტანა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:43 | 26.05.2019
zviadi-shxefi (6306)

სამწუხაროდ თითქოს გაუცხოვდა ძიუდო. ადრე ნებისმიერ ტურნირზე მიძღვნილ თითო სტატიაზე კომენტარების რაოდენობა 100 აჭარბებდა, ახლა კი? სამწუხაროა ძალიან და რა ფენომენია ჩვენში ასეთი ყველანაირად რომ ცდილობენ ხალხის სიყვარული სიძულვილად უქციონ.

14:57 | 26.05.2019
G.G.G (346)

ბევრი მიზეზი შეიზლება ამ ყველაფერს ქონდეს. მათ შორის ალბათ შიდა არეულობები. მაგრამ ალბათ მხოლოდ ესე არ არის მიზეზი...

0.068555