ნიკოლოზ პეტრიაშვილის ერთპიროვნული გამარჯვებით დასრულდა ჭადრაკის სასახლეში გამართული რიგით მესამე ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში.
პეტრიაშვილმა 11-დან 10 გამარჯვება მოიპოვა და ერთი ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ აკაკი ყალიჩავას.
შეგახსენებთ, რომ პეტრიაშვილმა რამდენიმე დღის წინათაც მოიგო ანალოგიური ტურნირი.
8,5 ქულით III - V ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:
III - გიგა გოდერძიშვილი
IV - დავით ლომსაძე
V - ირაკლი ახვლედიანი
ქალთა შორის საუკეთესო - ელენე წოწონავა გახლდათ - 8 ქულა.
18-მდე საუკეთესო - ალექსანდრე წანაწყენიშვილი - 8 ქულა.
15-მდე საუკეთესო - ირაკლი კილაძე - 7 ქულა,
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი