ფეხბურთი

11:46 | 31.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

მესის სოციალური ქსელის გვერდი დაუბლოკეს

არგენტინის ნაკრების დიდვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, გაამხილა, თუ როგორ დაიბლოკა მისი გვერდი სოციალურ ქსელში, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ.

„სოციალურ ქსელში მილიონი შეტყობინება მივიღე და ბოლოს დამიბლოკეს. იმდენი იყო, მათი წაკითხვის დროც არ მქონდა. ძალიან სასიამოვნოა სხვა სპორტსმენებისგან ასეთი აღიარების მიღება. მე კი, არ მიყვარს ფოტოების კომენტირება, მაქსიმუმ მოწონება დავუწერო.“- ციტირებს მესის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის ფინალში არგენტინელებმა საფრანგეთის ნაკრები დაამარცხეს (3:3, 4:2 - პენალტებით). ამგვარად, მესიმ ყატარში მსოფლიო ჩემპიონის პირველი ტიტული მოიპოვა. ეს მისი მეხუთე მუნდიალი გახლდათ კარიერაში.

0.113246