ფეხბურთი

11:16 | 31.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნოიერის რეაბილიტაცია წარმატებოთ მიმდინარეობს

„ბაიერნის“ მეკარე, მანუელ ნოიერი, ტრავმისგან გამოჯანმრთელებას განაგრძობს.

36 წლის კარის დარაჯმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, თხილამურებით სრიალის დროს ფეხი მოიტეხა და მიმდინარე სეზონში მისი თამაში გამოირიცხა. ამიტომ რეკორდმაისტერმა შვეიცარიელი მეკარე, იან სომერი უკვე დაიმატა.

„მანუელის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს.“ - იუწყება Bild. გერმანელი მეკარის ამჟამინდელი მდგომარეობა მიუნხენელებს იმედს აძლევს, რომ ივლისში, წინასასეზონო შეკრების წინ, ის მზად იქნება სათამაშოდ.

ტრავმამდე ნოიერმა ამ სეზონში 16 შეხვედრის ჩატარება მოასწრო. 14 გოლი გაუშვა და შვიდჯერ შეინახა კარის ბადე ხელუხლებელად.

0.109965