10:52 | 31.01.2023 | ნანახია NaN - ჯერ

კანტე „ლივერპულში“?

ElNacional-ის ცნობით, „ჩელსის“ ნახევარმცველმა, ნ'გოლო კანტემ, კარიერა, შესაძლოა, „ლივერპულში“ გააგრძელოს.

წყაროს ცნობით, „ლივერპული“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას კანტეს გადაბირებას ეცდება. მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, დარწმუნებულია, რომ კანტე მსოფლიო დონის ვარსკვლავია. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ტრავმიანობს და აგვისტოს შემდეგ აღარ უთამაშია, გერმანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ფრანგი გუნდს კარგად მოერგება, მისი შესანიშნავი ფიზიკური მონაცემების და ამტანობის გამო.

თანაც, ამ დროს ნ'გოლო უკვე თავისუფალი აგენტი იქნება და უფასოდ შეძლბს „წითლების“ რიგებში გადასვლას.

კანტე „ჩელსიში“ 2016 წლიდან თამაშობს. ფეხბურთელის კონტრაქტს ლონდონურ კლუბთან ვადა 2023 წლის 30 ივნისს ეწურება.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:43 | 24.08.2013
MAXSIMUS-Z1 (7221)

ბასკები წინ!

12:46 | 24.08.2013
a.reversi (9540)

სანმამესი საიდან მოიტანეთ ანოეტაზე თამაშობს ბილბაო სანამ ახალი სტადიონი დამთვარდება

12:35 | 24.08.2013
beka- (31)

თამაში სოსიედადის სატდიონზე "ანოეტაზე" გაიმართა "სან მამესზე" კი არა....

10:54 | 24.08.2013
GOVEN (4940)

jofrey
ოსასუნა არ არის ბასკური გუნდი და ძალით დაეწერათ? )

14:48 | 24.08.2013
kelbo (7279)

ხო მარა ხშირად მაგენსაც ბასკებად თვლიან იმიტო რო ნავარაშიც უმეტესობა ბასკებია

10:21 | 24.08.2013
jofrey (713)

,,ბასკებმა თითო ტაიმში თითო გოლი იკმარეს და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს" - თქვენი აზრით ოსასუნა კატალონიის ან კასტილიის გუნდია? თუ ოსასუნა ბასკეთის წარმომადგენლად აღარ ითვლება?

10:41 | 24.08.2013
სავაშა__ (6590)

მე როგორც ვიცი ბასკებს მხოლოდ ორი გუნდი ჰყავთ ბილბაო და სოსიედადი...)

14:46 | 24.08.2013
kelbo (7279)

ოსასუნა პამპლონის გუნდია, ბასკეთის მეზობელი ნავარას პროვინციიდან... მართალია ბასკეთი არაა, მარა ძირითადად იქაც ბასკები ცხოვრობენ

0.06177