„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა კლუბში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, მის ადგილას სხვა მწვრთნელი ალბათ უკვე გათავისუფლებული იქნებოდა.
„ჩემს ადგილზე სხვა მწვრთნელი რომ ყოფილიყო, ალბათ უკვე გაათავისუფლებდნენ. მართლაც არ არის ადვილი გადაწყვეტილების მიღება. შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ სიტუაციიდან გამოსავალი ვიპოვოთ. გვინდა ჩვენს დონეზე დავბრუნდეთ და გულშემატკივარიც ამას მოუთმენლად ელოდება“, - თქვა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ ინგლისის პრემიერლიგაში 29 ქულით მეცხრე ადგილზეა, კვირას კი ინგლისის ასოციაციის თასს 1/16-ფინალური ეტაპიდან დაემშვიდობა.