ფეხბურთი

20:19 | 30.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

იაშვილი: "ზივზივაძეს II ბუნდესლიგაში თავის კარგად წარმოჩენა შეუძლია"

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე გერმანულ „კარლსრუეში“ ტრანსფერთან ახლოსაა და სავარაუდოდ, ინფორმაცია მალე უნდა გაოფიციალურდეს. ამის შესახებ გერმანული მედია წერს.

როგორც ცნობილია, ზივზივაძეს რეკომენდაცია გერმანულ კლუბში ალექსანდრე იაშვილმა გაუწია, რომელიც „კარლსრუეში“ 5 წელი თამაშობდა და გუნდის კაპიტანიც იყო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გერმანულ პრესასთან ზივზივაძეზე ილაპარაკა:

„ის გამორჩეულია ეროვნულ ნაკრებში, გასულ წელს ჩვენთან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. საქართველოს ნაკრებში გამოირჩევა აბსოლუტური პროფესიონალიზმით, შესანიშნავი ბიჭია, რომელიც მუდმივად პროფესიონალურად იქცევა და ყოველთვის ყველაფერს აკეთებდა, რომ გუნდს გაემარჯვა. გუნდისთვის წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებს და 100%-იანი ხარისხი აქვს საიმისოდ, რომ მეორე ბუნდესლიგაში თავი წარმოაჩინოს“, - თქვა იაშვილმა გერმანულ მედიასთან.

შეგახსენებთ, „კარლსრუე“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბინადარია და 18 ტურის შემდეგ 18 ქულით მე-15 ადგილზეა.

0.116505