ფეხბურთი

18:25 | 30.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბერლუსკონის "იუვენტუსთან" მოგების შემდეგ მეძავებით სავსე ავტობუსი მოსთხოვეს

„მონცას“ მფლობელი სილვიო ბერლუსკონი ისევ ყურადღების ცენტრშია და ერთი თვის წინ, საშობაო ვახშამზე, როდესაც ფეხბურთელებს შეხვდა, პირობა მისცა:

„წინ „ინტერთან“, „იუვენტუსსა“ და „მილანთან“ მატჩებია. მათ თუ დაამარცხებთ, მეძავებით სავსე ავტობუსს გამოგიგზავნით“, - უთხრა მაშინ სილვიომ ფეხბურთელებს.

ამ დაპირების შემდეგ „მონცამ“ „ინტერთან“ ფრე ითამაშა, „მილანს“ ჯერ არ შეხვედრია, ხოლო „იუვენტუსი“ დაამარცხა (სხვათა შორის, სეზონში მეორედ). ამიტომაც, ბერლუსკონის დანაპირები შეახსენეს.

ბერლუსკონიმ „იუვესთან“ მატჩის შემდეგ თქვა: „უკვე 100-მა კაცმა დამირეკა და ისინი ითხოვენ ჩემი დანაპირები შევასრულო“, - ციტირებს La Repubblica სილვიოს სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ „მონცა“ სერია A-ს დებიუტანტია და სავარაუდოდ, ელიტაში ადგილს მარტივად შეინარჩუნებს, რადგან სატურნირო ცხრილის შუაში მშვიდადაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114523