ფეხბურთი

17:01 | 30.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილიამ პოლონური „რაკუვი“ დატოვა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ვაკო გვილიამ პოლონური „რაკუვი“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა



„მადლობა და წარმატებებს გისურვებთ“ - დაწერა „რაკუვის“ ოფიციალურმა გვერდმა, რომლის შემადგენლობაშიც გვილიამ 28 მატჩი ჩაატარა, თავი კი 1 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ჩესტოხოველთა რიგებში მან პოლონეთის თასი და სუპერთასი მოიგო.

მიმდინარე სეზონში ვაკომ პოლონეთის ექსტრაკლასაში მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა. ამის მიზეზი გახშირებული ტრავმიანობა იყო.

0.13122