კალათბურთი

15:22 | 30.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

რუსთავში გამართული სუპერლიგის ALL STAR-ის გამარჯვებული ადგილობრივების გუნდი გახდა

სუპერლიგის 2023 წლის ყველა ვარსკვლავის მატჩ-აქციას რუსთავმა უმასპინძლა, რომელშიც ერთმანეთს ადგილობრივები და ლეგიონერები დაუპირისპირდნენ. მატჩი ადგილობრივების გამარჯვებით, 113:111 დასრულდა.



პირველად რუსთავში სუპერლიგის ოლ სტარი 2014 წელს გაიმართა. მონაწილეები სუპერლიგის ვებ-გვერდზე მიმდინარე გამოკითხვის შედეგად შეირჩნენ, სათადარიგოები კი მწვრთნელებმა დაასახელეს. ადგილობრივი მოთამაშეების გუნდს კაკტუსის მთავარი მწვრთნელი ირაკლი ხოშტარია უძღვებოდა, ხოლო ლეგიონერებს – კავკასიის მთავარი მწვრთნელი ბექა წივწივაძე. მწვრთნელებმა ასისტენტები თავად შეარჩიეს – ხოშტარიას ასისტენტობას თსუ-ს მთავარი მწვრთნელი, ლექსო ლაფანაშვილი უწევდა, ხოლო ბექა წივწივაძეს რუსთავის მწვრთნელი ანატოლი ბოისა და ტიტების მთავარი მწვრთნელი, ბესიკ ლეჟავა.

ორივე გუნდის წევრები ცდილობდნენ, რუსთავის დარბაზში მოსული გულშემატკივრისთვის ლამაზი სანახაობა ეჩვენებინათ. შესაბამისად, შესაბამისად, მოთამაშეები დაცვაზე არ იყვნენ ორიენტირებულები და მეტ ძალისხმევას იმპროვისებულ თამაშზე არ იშურებდნენ. მატჩის ბოლო წუთზე ანგარიში თანაბარი იყო, როცა რუსთაველმა გუგა პატაშურმა გამარჯვების ბურთი ჩააგდო – 113:111. სწორედ პატაშური დასახელდა მატჩის საუკეთესოდ, რომელსაც ყველაზე შტამბეჭდავი სტატისტიკა ჰქონდა – 30 ქულა, 7 მოხსნა. 17 ქულა ჰქონდა მეორე რუსთაველს, ლუკა ბულაშილს, ხოლო ქუთაისის წევრმა ლუკა მაზიაშვილმა 15 ქულა მიითვალა. ლეგიონერთაგან ყველაზე შედეგიანი იყო ქუთაისის ამერიკელი ლეგიონერი ჯარვის რეი 23 ქულით, ერთით ნაკლები დააგროვა კავკასიელმა კრის მაკნიკმა.

ადგილობრივები

სასტარტო ხუთეული:
ლუკა ბულაშვილი, გუგა პატაშური (ორივე რუსთავი), გიორგი ოჩხიკიძე (ბათუმი), აკაკი ლომოური (ტიტები), ბექა ბექაური (თსუ)

სათადარიგოები:

ლუკა მაზიაშვილი (ქუთაისი), ილია ლონდარიძე (კავკასია), ირაკლი სულხანიშვილი (კაკტუსი, ტრავმირებული გიორგი ცინცაძე ჩაანაცვლა), მიხეილ ბერიშვილი (თსუ), საბა ლობჯანიძე (ბათუმი), გიორგი გოგუა (ტიტები), ოთარ ბულიავა (მარგვეთი)

ლეგიონერები

სასტარტო ხუთეული:
ტრეი კროფრი (რუსთავი), კაილი რიდლი (ბათუმი), მარქუს გილსონი, ჯარვის რეი, ეივერი დიგსი (რუსთავი)

სათადარიგოები:
კრის მაკნილი, ჯასტინ ფორესტი (ორივე კავკასია), მაილს დენიელსი (კაკტუსი), კრისტოფერ უეირი (ქუთაისი), დერიკ ნიუტონი (გურჯაანის დელტა), ჯორდან სეშენი (ბათუმი), რიკარდო ლინჩი (გურჯაანის დელტა)

სამქულიანების კონკურსის ნახევარფინალი მეორე პერიოდის დასრულების შემდეგ გაიმართა და მასში მონაწილეები პერიმეტრის 5 სხვადასხვა წერტილიდან 5-5 ბურთს ესროდნენ. 25 სროლისთვის მონაწილეს 1 წუთი ჰქონდა გამოყოფილი. თითოეული ჩაგდებული ბურთი 1 ქულად ფასობდა, ხოლო ყოველი წერტილიდან სასროლი ბოლო, მე-5 ბურთი 2-ქულიანი გახლდათ. პირველ ეტაპს 2 ფინალისტი უნდა გამოევლინა.

კონკურსში მიმდინარე სუპერლიგის 6 მოწინავე სამქულიანების მსროლელი მონაწილეობდა – მიხეილ ბერიშვილი (თსუ), საბა ლობჯანიძე(ბათუმი), გიორგი გოგუა (ტიტები), ნიკოლოზ სოსელი (ქუთაისი), დერიკ ნიუტონი (გურჯაანის დელტა) და აკაკი ლომოური (ტიტები) .

პირველ გამოსვლაში საუკეთესო შედეგები მიხეილ ბერიშვილმა და საბა ლობჯანიძემ აჩვენეს, რომლებიც ფინალში გავიდნენ. გადამწყვეტი შერკინება მესამე პერიოდის ბოლოს გაიმართა და ის ბერიშვილის გამარჯვებით დასრულდა. ეროვნული ნაკრებისა და თსუ-ს ფორვარდმა ფინალური ორთაბრძოლა დამაჯერებლად მოიგო და ოლ სტარ 2023-ის სნაიპერის პრიზი მოიგო.

ეფექტურ გდებებში სამი მონაწილე იყო – ბათუმის წევრები – ჯორდან სეშენსი და კაილი რიდლი. მესამე მონაწილე უკონკურსოდ გამოდიოდა. ის გახლავთ მოყვარული კალათბურთელი საბა ნერგაძე.

ეფექტური გდებების საკონკურსო ჟიურიში მსოფლიოს ჩემპიონი ნიკოლოზ დერიუგინი, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე და ვეტერანი კალათბურთელები – ნოდარ ქორქია, ვახტანგ ნაცვლიშვილი, მიხეილ ბერუაშვილი და ოთარ ფაიქრიძე იყვნენ.

ფინალური შერკინების დაწყებამდე საბა ნერგაძემ რამდენიმე საჩვენებელი გდება შეასრულა, რის შემდეგაც თანაგუნდელებს შორის გამართული შერკინება კაილი რიდლის გამარჯვებით დასრულდა.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.10169