კალათბურთი

10:35 | 30.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

დღეს სადილად ხაჭაპური გვექნება: გიორგი შერმადინი მე-18 ტურის MVP გახდა

ესპანეთის „ლიგა ენდესას“ მე-18 ტურში გიორგი შერმადინმა „ლენოვო ტენერიფეს“ „ფუენლაბრადასთან“ ულიდერა და ჯერ მატჩის, შემდეგ კი ტურის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.



ქართველმა ცენტრმა „ფუენლაბრადასთან“ 25 წუთში 20 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი მიითვალა და თავის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. მისი შედეგი კი ესპანეთის ჩემპიონატმაც გამოარჩია. სოციალურ ქსელში „ლიგა ენდესამ“ გიორგი შერმადინის ეს წარმატება ასე აღნიშნა: „დღეს სადილად ხაჭაპური გვექნება!“

გიორგი შერმადინმა „ლიგა ენდესას“ MVP-ის ტიტული მე-18 მოიპოვა. ამ მიღწევით მან ფელიპე რეიესსა და ბერნარდ ჰოპკინსს გადაასწრო და ლიდერებს მიუახლოვდა. ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშის ტიტული არვიდას საბონისს და ლუ როის 19-19-ჯერ აქვთ მოპოვებული.

18 ტურის შემდეგ „ლენოვო ტენერიფეს“ 14 მოგება დაუგროვდა და მე-3 პოზიციას იკავებს. მომდევნო მატჩს „ლენოვო ტენერიფე“ 1 თებერვალს, „დარუშაფაკას“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ჩაატარებს, „ლიგა ენდესაში“ კი უკვე 5 თებერვალს მოუწევს „რეალ მადრიდის“ წინააღმდეგ უპრინციპულესი დაპირისპირების გამართვა.

0.111617