სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

3:00 | 30.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "ზოგჯერ ფეხბურთი უსამართლოა, მოგებას "ნაპოლიზე" მეტდ ვიმსახურებდით"

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „ნაპოლისთან“ მარცხს უსამართლობა უწოდა. როგორც პორტუგალიელმა აღნიშნა, „რომა“ მოგებას იმსახურებდა, მაგრამ ზოგჯერ ფეხბურთი უსამართლოა.

„ზოგჯერ ფეხბურთი უსამართლოა, დღეს მოგება ჩვენ დავიმსახურეთ. ჩვენ ვართ გუნდი, რომელმაც „ნაპოლის“ მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი პრობლემა შეუქმნა. ოსიმენის გოლის შემდეგ 10 წუთი გვქონდა განცდა, რომ ეს შედეგი უსამართლობა იყო. ძალიან კარგად ვითამაშეთ დაცვაშიც და მაღალი პრესინგით. წავაგეთ, მაგრამ ახლა უფრო თავდაჯერებულები ვართ. სტადიონი სავსე იყო, მაგრამ ზოგჯერ ცარიელი ჩანდა, ჩვენ ისინი შევაშინეთ. „ნაპოლი“ სკუდეტოს მოიგებს, დარწმუნებული ვარ, გარდა იმისა, რომ შესანიშნავი გუნდია, ვარსკვლავიც მათთვის ანათებს.

ოსიმენმა ფანტასტიკური გოლი გაიტანა და რომშიც, ბრწყინვალე გოლი გაგვიტანა, მაგრამ უნდა შეიცვალოს, რადგან პრემიერლიგაში თუ გადავა, ასეთი ქცევისთვის მოკლავენ. მასაც ვუთხარი, რომ სიმულაციას თავი უნდა დაანებოს. დროგბას ჰგავს? დონით კი, მაგრამ დიდიე არ „ყვინთავდა“, - განაცხადა მოურინიომ.

შეგახსენებთ, „ნაპოლიმ“ „რომა“ 2:1 დაამარცხა და 53 ქულით სერია A-ს 13-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113911