„მილანის“ მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი მიმდინარე სეზონში ჩემპიონობასა და ტიტულის შენარჩუნებაზე აღარ ფიქრობს. „როსონერის“ თავკაცმა „სასუოლოსთან“ 2:5 წაგების შემდეგ თქვა, რომ მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაა.
„იმედგაცრუებაა, მაგრამ იმედგაცრუებით შორს ვერ წავალთ. ბოლო მატჩებში გვიჭირს და ამან ბიძგი უნდა მოგვცეს, რომ გარკვეული სიტუაციები გავაუმჯობესოთ. სხვაგვარად უნდა ვიმუშაოთ. ჩვენი სკუდეტო ჩემპიონთა ლიგის ზონის მოხვედრა იქნება, ეს იქნება ჩვენი მიზანი მიმდინარე სეზონში“, - თქვა პიოლიმ.
შეგახსენებთ, რომ „მილანმა“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მესამე თამაში წააგო და 6-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, რის შედეგადაც, 38 ქულით მეოთხე ადგილზეა და სატურნირო ცხრილში ორი პოზიციით დაქვეითდა. სტეფანო პიოლის გუნდი მომდევნო მატჩს 5 თებერვალს, „ინტერთან“ ჩაატარებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რახდება გოგას თავს ტიპს არ ათამაშებენ და 3 მილიონს უხდიან რა გამოდის ბითო წველის ინდიანას როგორც ჯანომ სპარტაკი მოწველა უთამაშებლობით? უშანსოდ აგებს თუ იგებს შანს არ აძლევენ თუ არ ათამაშე როგორ უნდა განვითარდეს. ვერაფერი გავიგე ამ ინდიანას ვერც მწვრთნელის ვერც გუნდის რა უნდათ. პლეოფში მოხვედრის შანსი ამ სეზონში გუნდს რეალურად არ აქვს თეორიულად კი ბატონო როგორც ჩვენს ნაკრებს შესარჩევის დაწყებამდე აქვს ხოლმე