ძიუდო

22:19 | 29.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ილია სულამანიძის ოქროს მედალი პორტუგალიის გრან პრიზე

პორტუგალიის გრან პრიზე, რომელიც ძიუდოში წელს პირველი ტურნირია, ილია სულამანიძე ჩემპიონი გახდა.

ქართველმა ძიუდოისტმა 100 კგ წონით კატეგორიაში დიდებულად იასპარეზა და მეტოქეებს შანსი არ დაუტოვა. ილიამ ერთმანეთის მიყოლებით პორტუგალიელი დიოგო ბრიტესი, ავსტრიელი ლორიმ ბოლერი, უკრაინელი ანტონ სავიცკი და ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა, ხოლო ფინალში წუთზე ოდნავ მეტი დასჭირდა იაპონელი დოტა არაის დასამარცხებლად.

ამრიგად, ეს პორტუგალიის გრან პრიზე და ზოგადად, 2023 წელს საქართველოს პირველი მედალია ძიუდოში. მეორე მედალი საბა ინანეიშვილმა (+100 კგ) მოიპოვა, რომელიც ფინალში სამხრეთკორეელ მეტოქესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

აქვე გეტყვით, რომ საქართველო პორტუგალიის გრან პრიზე 12 ძიუდოისტით წარსდგა და ასპარეზობა ორი მედლით დაასრულა.

0.116823