„ლესტერ სიტიმ“ ბრაზილიელი ფეხბურთელე ტეტე დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
22 წლის ფეხბურთელი „მელიების“ ღირსებას მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით დაიცავს, ის ინგლისში „ლიონიდან“ გადავიდა.
მიმდინარე სეზონში ტეტემ „ლიონის“ მაისურით 19 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. ტეტე ფრანგულ კლუბში იჯარით მას შემდეგ გადავიდა, რაც რუსები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
ბრაზილიელი ფეხბურთელი „შახტარის“ საკუთრებაა, სადაც 2019-2022 წლებში 108 მატჩში 31 გოლი გაიტანა.