ფეხბურთი

0:49 | 29.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლევან შენგელიამ საბერძნეთში თავი გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა (+VIDEO)

საბერძნეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში ლევან შენგელიას „პანეტოლიკოსი“ სტუმრად „ვოლოსს“ დაუპირისპირდა და 2:3 დაამარცხა, ქართველმა ფეხბურთელმა კი თავი გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა.



თავიდან შეხვედრას მასპინძელები იგებნდნენ, თუმცა მატჩის 39-ე წუთზე შენგელიამ ეფექტური გოლით ანგარიში გაათანაბრა, მეორე ტაიმში კი 73-ე წუთზე საგოლე გადაცემა ალექსანდროს მალისს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში 1:3 გახადა. დარჩენილ დროში „ვოლოსმა“ 1 გოლის გაქვითვა მოახერხა, თუმცა ანგარიშის გათანაბრება ვეღარ და საბოლოოდ, 3 ქულა „პანეტოლიკოსს“ დარჩა.

ლევან შენგელიამ საბერძნეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მე-3 გოლი გაიტანა და მე-3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

20 ტურის შემდგომ, მისი „პანეტოლიკოსი“ 23 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს. მომდევნო მატჩს გუნდი 5 თებერვალს, „ასტერას ტრიპოლისის“ წინააღმდეგ გამართავს.

0.116004