ფეხბურთი

0:15 | 29.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

უსმან დემბელემ შესაძლოა 3 კვირა გამოტოვოს

ლა ლიგის მე-19 ტურის მატჩში, „ბარსელონას“ ფრანგმა შემტევმა, უსმან დემბელემ დაზიანება მიიღო და ის 26-ე წუთზე შეცვალეს. ესპანური მედია იუწყება, რომ მან შესაძლოა 3 კვირა გამოტოვოს.



„ბარსელონამ“ „მონტილივიზე“ 3 ქულა სწორედ დემბელეს ნაცვლად ცვლილებაზე გამოსული პედრის გოლით აიღო, თუმცა უსმანის დაზიანება შესაძლებელია კატალონიელებს ძვირად დაუჯდეთ.

იმ შემთხვევაში, თუ „ბლაუგრანას“ ექიმების წინასწარი ვარაუდი გამართლდა, კატალონიელებს შეტევის ერთ-ერთი ლიდერის გარეშე ლა ლიგის 3 საკმაოდ რთული მატჩის (ბეტისის, სევილიას, ვილიარეალის) და ევროპის ლიგის პირველი 1/16 ფინალური მატჩის გამართვა მოუწევთ, რომელშიც „ბარსელონა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება.

მომდევნო ტურში გუნდს დაუბრუნდება რობერტ ლევანდოვსკი, რომელიც დისკვალიფიცირებული იყო, თუმცა დემბელეს პოზიციაზე მოთამაშე რაფინია არც ისე კარგად გამოიყურება, ფერან ტორესმა კი ჩავის ნდობა შედარებით დაკარგა, რასაც ორმატჩიანი დისკვალიფიკაციაც მოჰყვა. ასე რომ, „ბარსელონაში“ უნდა იმედოვნონ, რომ ფრანგი შემტევის დაზიანება, რომელიც ბოლო მატჩებში საკმაოდ კარგად გამოიყურება, შედარებით ხანმოკლე აღმოჩნდება.

0.113218