სხვა

22:54 | 28.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ერთი მოგება ლეგენდარული სტენმარკის რეკორდამდე

კიდევ ერთი გამარჯვებაც და მიკაელა შიფრინი ლეგენდარული შვედის, ინგემარ სტენმარკის გამარჯვებათა რეკორდს გაიმეორებს. ამერიკელმა მსოფლიო თასზე თავისი 85-ე გამარჯვება ჩეხეთის სპინდლერუვ მლინში, სლალომის რბოლაში მოიპოვა.

შიფრინმა ლიდერობა პირველივე ცდის შემდეგ იგდო ხელთ, ორი ცდის შემდეგ კი, ნახევარ წამზე მეტით ჩამოიტოვა მეორეზე გასული გერმანელი ლენა დუერი. და ახლა შტატ კოლორადოში დაბადებულ მოთხილამურეს ერთი მოგებაღა რჩება სტენმარკთან გასათანაბრებლად. ამ გამრჯვების მოპოვება კი იქვე, მეორე სლალომში, კვირას შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო თასზე შიფრინის დებიუტი სწორედ სპინდლერუვ მლინში, 2011 წელს შედგა. სხვათა შორის, ერთ ფერდობზე ზედიზედ ორი გამარჯვება (გიგანტურ სლალომში) მან რამდენიმე დღის წინ, იტალიის კრონპლატცში მოიპოვა.

ეს ამერიკელისთვის ამ სეზონში მოპოვებული მე-11 გამარჯვებაა, რითაც აბსოლუტურ კლასიფიკაციაში კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერობა. ის ახლა მეორეზე მყოფ სლოვაკ პეტრა ვლჰოვას 671 ქულას უგებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116301