კალათბურთი

22:19 | 28.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინმა 20 ქულით ლიგა ენდესაში მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა

ესპანეთის „ლიგა ენდესას“ მე-18 ტური „ლენოვო ტენერიფესა“ და „ფუენლაბრადას“ მატჩით გაიხსნა, რომელშიც გიორგი შერმადინმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და შეხვედრის MVP-ის ტიტულიც დაიმსახურა.



ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე გატარებულ 24:37 წუთში 20 ქულა, 8 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. შერმადინი ფარს შესანიშნავი პროცენტით უტევდა. ცენტრმა 9-დან 8 ორქულიანი გამოიყენა და 4-დან 4 საჯარიმოც დაამატა.

გიორგი შერმადინის კარგი თამაშის დახმარებით, შეხვედრა „ლენოვო ტენერიფემ“ მარტივად, 67:95 მოიგო.

18 ტურის შემდეგ „ლენოვო ტენერიფეს“ 14 მოგება დაუგროვდა, თუმცა მისდა საუბედუროდ, ლიდერები, „რეალ მადრიდი“ და „ბარსელონა“ თავიანთ შეხვედრებს არ აგებენ, რის გამოც ლიდერებში გარევას ქართველი კალათბურთელის გუნდი ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს და მე-3 პოზიციას იკავებს.

მომდევნო მატჩს „ლენოვო ტენერიფე“ 1 თებერვალს, „დარუშაფაკას“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ჩაატარებს, „ლიგა ენდესაში“ კი უკვე 5 თებერვალს მოუწევს „რეალ მადრიდის“ წინააღმდეგ უპრინციპულესი დაპირისპირების გამართვა.

0.116741