ფეხბურთი

22:08 | 28.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: “ჩემი კონტრაქტი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ დავასრულებთ სეზონს“

„ატლეტიკო მადრიდის“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ თავისი მომავლის შესახებ მინიშნება „ოსასუნასთან“ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.



„ჩემი კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რომელ ადგილზე დავასრულებთ სეზონს. ყოველი სეზონის ბოლოს ვიკრიბებით, რათა მოვიფიქროთ თუ როგორ გავაგრძელებთ მუშაობას, გამონაკლისი კი არც ეს სეზონი იქნება.“ - განაცხადა სიმეონემ

არგენტინელი სპეციალისტი „ატლეტიკოს“ 2011 წლიდან უდგას სათავეში და გუნდს 608 მატჩში უხელმძღვანელა. მან „როხიბლანკო“ ორჯერ გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ლა ლიგა და ევროპის ლიგა ორჯერ მოაგებინა გუნდს, სამეფო თასი და ესპანეთის და უეფას სუპერთასი კი თითო-თითოჯერ.

მიმდინარე სეზონში „ატლეტიკოს“ 18 ტურის შემდეგ 31 ქულა აქვს და მე-4 პოზიციას იკავებს, ლიდერ „ბარსელონას“ კი 13 ქულით ჩამორჩება.

0.132921