ფეხბურთი

20:27 | 28.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "არ ვიცი სკუდეტოსთვის რამდენი ქულა გვჭირდება, მათემატიკაში ძლიერი არასდროს ვიყავი"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „რომასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. იტალიელ სპეციალისტს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ არ ულაპარაკია, მაგრამ ხვალინდელ თამაშზე კომენტარი გააკეთა.

„რამდენი ქულაა საჭირო სკუდეტოს მოსაგებად? არ ვიცი, ეს არ არის ჩემი სალაპარაკო. მათემატიკაში ძლიერი არ ვიყავი, შემიძლია მარტივად ვთქვა, რომ ხვალ თუ მოვიგებთ, 53 ქულა გვექნება. სხვა გუნდების შედეგები ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ამიტომ ყველა მატჩს ერთნაირად უნდა მივუდგეთ. „რომას“ შესანიშნავი ფეხბურთელები და მწვრთნელი ჰყავს. მათ ყოველთვის იციან მოედანზე რა უნდა გააკეთონ, შეუძლიათ ნებისმიერი სიტუაციიდან სარგებლობა და პრაგმატული, გამოცდილი მწვრთნელი ჰყავთ. "რომა" კონკრეტული და სახიფათო მეტოქეა“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „რომას“ მატჩი 29 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება. ლუჩანო სპალეტის გუნდი უახლოეს მდევარ "მილანს" 12, ხოლო კონკრეტულად "რომას" 13 ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10875