სხვა

19:30 | 28.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფიგურულ ციგურაობაში ისტორიის ახალი ფურცელი დაიწერა: ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონია!

ისტორიის ახალი ფურცელი დაიწერა, საქართველოს ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონი ჰყავს. ფინეთში მიმდინარე კონტინეტის პირველობაზე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელმა, ანასტასია გუბანოვამ თავისუფალ პროგრამაშიც წარმატებით იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა.



გუბანოვამ თავისუფალ პროგრამაში მსაჯებისგან 130.1 ქულა დაიმსახურა. ამას დაემატა მოკლე პროგრამაში მიღებული 69.81 ქულა, რის შემდეგაც მას 199.91 ქულა დაუგროვდა, ეს კი ოქროს მედლის მოსაპოვებლად საკმარისი გამოდგა.



ანასტასიამ 6.43 ქულით გაასწრო მეორე ადგილზე გასულ ლეონა ჰენდრიქსს, 7.4 ქულით კი მესამე ადგილოსან შვეიცარიელ კიმი რეპონდს.



ეს საქართველოს ნაკრების ისტორიაში ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული პირველი ოქროს მედალია. აქამდე საუკეთესო შედეგი, ბრინჯაოს მედალი ელენე გედევანიშვილს და მორის ყვითელაშვილს ჰქონდათ მოპოვებული.

0.11322