ძიუდო

18:10 | 28.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს პორტუგალიის გრან პრიზე ისევ უმედლო დღე ჰქონდა

პორტუგალიის გრან პრის მეორე საშეჯიბრო დღეც საქართველოსთვის მედლის გარეშე დასრულდა. ტატამიზე სამი ქართველი ძიუდოისტი გავიდა, მაგრამ ფინალურ ბლოკში გასვლა ვერცერთმა შეძლო.

73 კგ წონით კატეგორიაში ლუკა კაპანაძემ ლეიტუველი იგნას გეიდრატისი და ფრანგი გუილაუმ შაინი დაამარცხა, მაგრამ ბელგიელ იერონ კასესთან წააგო და ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა. ამავე წონაში გიორგი ჩიხელიძემ ლეიტუველი კესტუტის ვიტკაუსკასის ძლევა მოახერხა, მაგრამ მერე უზბეკ ობიდხონ ნომონოვთან ვერაფერი გააწყო და ტურნირზე გამოსვლა დაასრულა.

81 კგ წონით კატეგორიაში ზაურ დვალაშვილმა ტაჯიკი შოდმონ რიზოევი, ყაზახი ბეკადილ შაიმერდენოვი და მაროკოელი აშრაფ მოუტლი დაამარცხა, ჯერ მეოთხედფინალში წააგო აზერბაიჯანელ ელიან ჰაჯიეივთან, მერე რეპეშაჟში ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტთან და მედლისთვის ვერ იბრძოლა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრები პორტუგალიის გრან პრიზე ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ უმედლოდაა, მაგრამ ტურნირის დასკვნით დღეს საქმეში კიდევ 6 ქართველი ძიუდოისტი ჩაერთვება.

0.114925