მაროკოს ნაკრების ნახევარმცველი და განვლილი მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი აღმოჩენა აზედინ უნაჰი კარიერას „მარსელში“ გააგრძელებს.
ფრანგული მედიის ცნობით, შეთანხმება მიღწეულია და მას მერე, რაც „მარსელი“ ბამბა დიენგს გუნდიდან გაუშვებს, მაროკოელის ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურებას მოახერხებს. „ანჟერი“ 22 წლის ფეხბურთელში 10 მილიონ ევროს მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ უნაჰის დამატება „ნაპოლის“ სურდა, მაგრამ საბოლოოდ, „მარსელმა“ უფრო იაქტიურა და ტრანსფერი შეათანხმა.
აზედინ უნაჰი „ანჟერში“ 2021 წლიდან თამაშობს და 48 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, მაროკოს ნაკრებში 17-ჯერ ითამაშა და თავი ორჯერ გამოიჩინა.