Sky Sport-ის ჟურნალისტმა და სატრანსფერო ექსპერტმა ლუკა მარკეტიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი ბოლო წლებში ტოპლიგებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარიგება იყო.
„შთამბეჭდავია, რომ კვარაცხელიამ „გარდიანის“ 100 საუკეთესო ფეხბურთელში მოხვედრა დაუყოვნებლივ მოახერხა. უდავოა, რომ კვარა ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო გარიგებაა სატრანსფერო ბაზარზე. სპორტულ გადაცემებში კვარას გოლების ნაცვლად თუ სასამართლო პროცესებზე ვსაუბრობთ, აშკარაა, რომ ფეხბურთის ღირებულებები გაქრება და ფეხბურთი გაღარიბდება“, - თქვა მარკეტიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ 29 იანვარს, „რომას“ უმასპინძლებს და ხვიჩა კვარაცხელია დიდი ალბათობით, ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.