12:37 | 28.01.2023 | ნანახია 2259 - ჯერ

კაზაკოვასა და რევიას დუეტი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა (+VIDEO)

ქართველი მოციგურავეების, მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ფინეთის ქალაქ ესპოოში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე საქართველოს სახელით მოასპარეზე დუეტი სპორტულ ცეკვებში გამოვიდა.

კაზაკოვა-რევიას წყვილმა მოკლე პროგრამაში 68.55 ქულა მიიღო და 23 მონაწილეს შორის ფინალში მერვე ადგილით გავიდა. (ფინალში გასასვლელად 20 საუკეთესოს შორის მოხვედრა იყო საჭირო).

">www.youtube.com/watch?v=NH4idfHOFtY]

(03:01:02 კაზაკოვა-რევიას გამოსვლა)

დღის მეორე ნახევარში კაცთა ერთეულებში თავისი გამოსვლები ჰქონდათ მორის ყვითელაშვილს და ნიკა ეგაძეს. ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელმა ყვითელაშვილმა თავისუფალ პროგრამაში მსაჯებისგან 124.04 ქულა დაიმსახურა, ისევე როგორც მოკლე პროგრამაში აქაც მე-16 ადგილი დაიკავა და ორივე პროგრამის ჯამშიც 194.59 ქულით მე-16 ადგილი ერგო.

რაც შეეხება ეგაძეს, ნიკამ გაცილებით უკეთ იასპარეზა და მოკლე პროგრამაში დაკავებული მე-12 ადგილის შემდეგ, თავისუფალში 147.69-ქულიანი შეფასებით მე-7 იყო. მან 220.65 ქულით მეშვიდე ადგილი დაიკავა ორივე პროგრამის ჯამშიც.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:45 | 05.04.2021
lagashi (6738)

მაინცდამაინც სათადარიგო სკამზე უნდა გადააბარგონ?

10:55 | 05.04.2021
deme2222 (1418)

წითელს რას დაეძებ რადგან გადარჩა :დდდდდდდდდდ

10:55 | 05.04.2021
deme2222 (1418)

ეს კარატისტია თუ ფეღბურთელი :დ

0.075425
2259