ფეხბურთი

13:16 | 28.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

2024 წლის კოპა ამერიკას აშშ უმასპინძლებს

კოპა ამერიკის 2024 წლის გათამაშებას აშშ უმასპინძლებს. გადაწყვეტილება კონმებოლმა მიიღო.

ტურნირში სამხრეთ ამერიკის 10 ქვეყანასთან ერთად კონკაკაფის ზონის 6 საუკეთესო ნაკრები ითამაშებს. ამ გადაწყვეტილების მიზანია მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატისთვის მომზადება და ფეხბურთის უფრო მეტად პოპულარიზაცია 2026 წლის მუნდიალისთვის, რომელიც აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში ჩატარდება.

აქვე გეტყვით, რომ 2024 წლის კოპა ამერიკა 14 ივნისიდან 13 ივლისამდე ჩატარდება. ჯერჯერობით, უცნობია კონკრეტული ქალაქები, რომლებიც მატჩებს უმასპინძლებენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096824