ევროლიგის 21-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ მიუნხენში „ბაიერნს“ ესტუმრა და 84:91 დამარცხდა.
იტალიელებმა მეტოქესთან სამი პერიოდი წააგეს და მხოლოდ დასკვნით მეოთხედში კარგი თამაში საბოლოო გამარჯვებისთვის საკმარისი არ გამოდგა.
თორნიკე შენგელიამ 27:42 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 8 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 8-ს გაუტოლდა.
„ვირტუს ბოლონია“ 9 მოგებით და 12 წაგებით მე-14 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 31 იანვარს, „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლებს.