ფეხბურთი

0:42 | 28.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო მამარდაშვილს ძალიან გაცხარებული უხსნიდა როგორ უნდა ეთამაშა (+VIDEO)

„ვალენსია“ ესპანეთის თასის მეოთხედფინალში „ბილბაოსთან“ 1:3 დამარცხდა, რის შედეგადაც ტურნირს გამოეთიშა.

ესპანურ მედიაში კი გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ მატჩის მიმდინარეობისას ჯენარო გატუზო გიორგი მამარდაშვილს ძალიან აღელვებული და გაბრაზებული რაღაცას უხსნის.

როგორც Eldesmarque იტყობინება, გატუზო მამარდაშვილთან მიმართებაში ფეხით თამაშის გამო იყო უკმაყოფილო და უხსნიდა, როგორი არჩევანი უნდა გაეკეთებინა კონკრეტული შეტევის წამოსაწყებად.

დიალოგი მაშინ შედგა, როდესაც „ვალენსიამ“ 43-ე წუთზე გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, ორ წუთში „ლოს ჩემ“ გოლი გაუშვა და ტაიმი მაინც წააგო, ხოლო მეორე ტაიმში ბასკებმა კიდევ ერთი ბურთი გაიტანეს და ნახევარფინალში გავიდნენ.

0.145295