იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბიო მანდარინიმ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის მომავალზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ქართველი მომდევნო სეზონსაც „ნაპოლიში“ გაატარებს, ხოლო ვიქტორ ოსიმენმა შესაძლოა ზაფხულში კლუბი დატოვოს.
„ქართველი მარცხენა გარემარბი „ნაპოლიდან“ ჯერ არ წავა, 100%-ით ზუსტი ინფორმაციაა, ის ზაფხულში გუნდს არ დატოვებს და „აძურიც“ არ აპირებს მის გაყიდვას. ვიქტორ ოსიმენთან დაკავშირებით სიტუაცია განსხვავებულია. ნიგერიელი ფორვარდი ძალიან კარგად თამაშობს და ეჭვგარეშეა, რომ ზაფხულში ბევრი კლუბი მოინდომებს მის გადაბირებას. ამ დროისთვის მასთან კონტრაქტის განახლება რთული იქნება“, - თქვა მანდარინიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, ხოლო ვიქტორ ოსიმენს - 2025 წლამდე.