ფეხბურთი

22:35 | 27.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

"აინტრახტი" ფანებს: ნეაპოლში სასტუმროები არ დაჯავშნოთ და ქუჩებში გუნდის მაისურით არ გახვიდეთ

ფრანკფურტის „აინტრახტი“ კლუბის გულშემატკივრებს „ნაპოლისთან“ მატჩამდე აფრთხილებს.

გერმანული კლუბი ფანებს ურჩევს, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ნაპოლისთან“ საგარეო მატჩისთვის ქალაქ ნეაპოლში სასტუმროები არ დაჯავშნონ და გარდა ამისა, ქალაქში მოერიდონ „აინტრახტის“ მაისურით ან სხვა ატრიბუტიკით სიარულს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათ არ უნდა წარმოაჩინონ, რომ „აინტრახტის“ ფანები არიან.

„აინტრახტი“ „ნაპოლის“ 16 მარტს ესტუმრება, თუმცა მანამდე, 22 თებერვალს ფრანკფურტში უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121781