იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო კორბომ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთვის“ უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ვიდრე ვიქტორ ოსიმენი.
„ნაპოლისთვის ქართველი უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რადგან, როცა თამაშობს ნიგერიელის პოტენციალის აორმაგებს. ცენტრისკენ მოძრაობებით კვარა ოსიმენის პოტენციალს აძლიერებს იმიტომ, რომ ამოუცნობი ფანტაზია აქვს, თამაშის ინიციატივას იღებს და მატჩის ბედს ცვლის. ამით ის ძალიან განსხვავდება ელიფ ელმასისგან.
ჩემი აზრით, როდესაც კვარა არ თამაშობს, სიმეონემ უნდა ითამაშოს ზუსტად იმიტომ, რომ ოსიმენს ძალა მისცეს, რომელსაც სჭირდება თანაგუნდელის გვერდით თანაარსებობა.
„გარდიანის“ ვერსიით კვარა ოსიმენზე ძლიერია, ასეა? ეს არის რეიტინგი, რომელსაც მთლიანობაში არ ვეთანხმები. მაგალითად, რაფაელ ლეაუ ამ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე იმედგამაცრუებელი მოთამაშეა, ინგლისურ ტაბლიოდს კი „ნაპოლის“ ტალანტებზე წინ ჰყავს დაყენებული“, - თქვა კორბომ.