„კრემონეზეს“ ქართველმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა „ინტერთან“ მატჩისთვის გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო და შესაბამისად აღნიშნულ შეხვედრას გამოტოვებს.
ინფორმაცია კრემონელთა მთავარმა მწვრთნელმა დავიდე ბალარდინიმ დაადასტურა, რომელმაც მატჩისწინა პრესკონფერენციაზე თქვა: „ლოჩოშვილს საზარდულის დისკომფორტი აქვს და ჯერჯერობით, ისევ ცალკე ვარჯიშობს“.
24 წლის ქართველი ფეხბურთელი განაცხადში არაა. ეს ზედიზედ მესამე მატჩია, რომელიც ლუკას ტრავმის გამო გაუცდება.
მიმდინარე სეზონში ლუკა ლოჩოშვილმა 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი საგოლე პასი მიითვალა. „კრემონეზე“ 8 ქულით ბოლო ადგილზეა და „ინტერს“ 28 იანვარს, თბილისის დროით 21:00 საათზე უმასპინძლებს.