„დორტმუნდის“ ნახევარმცველმა ემრე ჯანმა პირველად განაცხადა საჯაროდ, რომ სიმსივნე ჰქონდა. როგორც მან ამის შესახებ „იუვენტუსში“ გადასვლისას შეიტყო, როდესაც კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა.
„ფარისებრი ჯირკვლის კიბო მქონდა და სასწრაფოდ მჭირდებოდა ოპერაცია. ამან ბევრი რამ შეცვალა ჩემს ცხოვრებაში. შეიძლება ბევრი ფული გქონდეს, ყველაფერი გქონდეს, მაგრამ ჯანმრთელობა ყველაზე მთავარია. ეს ცხოვრების ნაწილია, ყველას ვურჩევ საკუთარი მდგომარეობა შეამოწმოს.
არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ჯანმრთელები ვართ, თუ ამას დროულად აღმოვაჩენთ, შეგვიძლია ვიმოქმედოთ. უაღრესად მადლობელი ვარ ექიმების, "იუვესთან" სამედიცინო ვიზიტებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მათ დარეკეს, არც კი ვიცოდი რა ხდებოდა, ფარისებრი ჯირკვლის შესახებ არასდროს მსმენია და არ ვიცოდი, რომ სიმსივნე შეიძლება ყოფილიყო. ტურინში გადასვლა მხოლოდ ამისთვის ღირდა", - თქვა ჯანმა.
შეგახსენებთ, რომ ემრე ჯანი „იუვენტუსში“ 2018-2020 წლებში თამაშობდა და 45 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.