ფეხბურთი

16:04 | 27.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა კარნევალე: "კვარაცხელიას დამატება რამდენიმე წლის წინ "უდინეზეში" გვინდოდა"

იტალიის ნაკრებისა და „ნაპოლის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ანდრეა კარნევალემ, რომელიც ახლა „უდინეზეში“ სკაუტად მუშაობს, იტალიურ მედიას დაუდასტურა, რომ რამდენიმე წლის წინ ხვიჩა კვარაცხელიას დამატება უნდოდათ.

„ხვიჩა კვარაცხელიას აქვს ტექნიკა, ბოლო პასიც და 90 წუთის სათამაშოდ საჭირო ფიზიკური თვისებები. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდოდა მისი დამატება, ვფიქრობდით ამაზე, მაგრამ რამდენიმე წლის წინ ძალიან ახალგაზრდა იყო და ბევრი გუნდი იწვევდა, ამიტომ, ჩვენთვის შეუძლებელი გახდა მისი დამატება“, - თქვა კარნევალემ.

აღსანიშნავია, რომ მანამდე „უდინეზეს“ ინტერესის შესახებ კიდევ ერთმა სკაუტმა ისაუბრა და მან კონკრეტული წელიც დაასახელა - 2018. თუმცა, საბოლოოდ, ხვიჩა „ნაპოლიში“ აღმოჩნდა და იტალიის საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა.

0.114583