„დინამო ბათუმის“ თავდამსხმელის, გიორგი კვერნაძის ულამაზეს გოლს, რომელიც გრაცის „შტურმს“ გაუტანა, ნეაპოლური მედიაც გამოეხმაურა.
Calcionapoli24 წერს, რომ კვერნაძე ხვიჩა კვარაცხელიას ძალიან ჰგავს და მასთან ბევრი საერთოც აქვს:
„2003 წელს დაბადებულ ქართველ თავდამსხმელს, გიორგი კვერნაძეს აურელიო დე ლაურენტისის „ნაპოლი“ დიდი ყურადღებით აკვირდება. კვარაცხელიას „გადატრიალების“ შემდეგ „აძური“ მზად იქნება, საქართველოში კიდევ ერთი ტალანტი ნახოს და ყურადღება მიაქციოს ამ ნიჭიერ თავდამსხმელს, რომელიც ხვიჩას ძალიან ჰგავს: მარცხენა ფლანგზე მარჯვენა ფეხით თამაშობს, დახელოვნებულია დრიბლინგში და კარისკენ შეტევა უყვარს, ძლიერი დარტყმაც აქვს.
კვარაცხელიას და კვერნაძეს ბევრი საერთო აქვთ, მათ შორის ის გუნდი, სადაც თამაშობს. 19 წლის ფეხბურთელი ცოტა ხნის წინ „დინამო ბათუმში“ გადავიდა და უკვე დაიწყო ბრწყინვალედ თამაში. გრაცის „შტურმის“ წინააღმდეგ მატჩში მან სუპერგოლი გაიტანა, მარცხნიდან მარჯვნივ შეიწია და შორეულ ძელთან დაარტყა: მოქმედება, რომელიც ძალიან ჰგავს მისი თანამემამულის სტილს, რომელიც ნეაპოლში უკვე დაეშვა“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, „ნაპოლის“ სკაუტების მხრიდან კვერნაძის მიმართ ინტერესზე იტალიური მედია ცოტა ხნის წინ აქტიურად წერდა. 19 წლის შემტევი ჯერჯერობით, „დინამო ბათუმში“ ითამაშებს, სადაც თავისი ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა ექნება.