ესპანეთის თასის მეოთხედფინალური ეტაპი მადრიდული დერბით დასრულდა, რომელშიც „რეალმა“ „ატლეტიკო“ დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
„სანტიაგო ბერნაბეუზე“ თამაში სტუმართათვის უკეთ დაიწყო და მე-19 წუთზე ალვარო მორატას გოლით „ატლეტიკო“ დაწინაურდა. დიეგო სიმეონეს გუნდი უპირატესობას სათამაშო დროის ერთი საათი ინარჩუნებდა, მაგრამ 79-ე წუთზე როდრიგომ ანგარიში გაათანაბრა და დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც კარლო ანჩელოტის გუნდის უპირატესობა აშკარა იყო.
„სამეფო კლუბმა“ დამატებით დროში კარიმ ბენზემასა და ვინისიუს ჟუნიორის გოლებით გამარჯვება მოიპოვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
ამრიგად, ესპანეთის თასის ნახევარფინალში „რეალი“, „ბარსელონა“, „ბილბაო“ და „ოსასუნა“ ითამაშებენ.
„რეალი“ – „ატლეტიკო“ 3:1 (0:1)
გოლები: 0:1 მორატა (19), 1:1 როდრიგო (79), 2:1 ბენზემა (104), 3:1 ვინისიუსი (120)