ვეტერანმა არგენტინელმა ფეხბურთელმა სერხიო აგუერომ ზლატან იბრაჰიმოვიჩს უპასუხა და შვედი გააკრიტიკა.
თავიდანვე აღნიშნოთ, რომ მანამდე ზლატან არგენტინელი ფეხბურთელები გააკრიტიკა და თქვა, რომ ისინი ცუდად იქცეოდნენ, რის გამოც არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონატს ვეღარ მოიგებს. კუნმა ზლატანს ასე უპასუხა:
„თუ ცუდ საქციელზე ვსაუბრობთ. იბრა ბოლო ადამიანია, რომელსაც პირის გაღება შეუძლია. სხვებზე ლაპარაკს სჯობს, საკუთარ თავზე იფიქროს. ასეთი რაღაცების თქმას ჯობდა, პირდაპირ ეთქვა, რომ ფინალში საფრანგეთს ქომაგობდა. სანამ არგენტინაზე იდარდებს, უკეთესია საკუთარ თავზე, ქვეყანაზე და გუნდზე იფიქროს, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე არც კი იყო.
მესიმ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი და ალბათ, ეს აწუხებს, მაგრამ უნდა აღიაროს, რომ მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. ზლატან, ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონები ვართ, ფეხბურთელებმა, რომლებიც არასწორად იქცეოდნენ, თასი ასწიეს“, - თქვა აგუერომ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მიულერი და ბოატენგი გასაგებია მაგრამ ჰუმელსს რას ერჩიან
სანე, კროოსი და ტერშტეგენი მეცოდება თუ არა დანარჩენი სალევეთია, ამათი იმედი თუ აქვთ წინა მსოფლიოსგან განსხვავრბულს რას მოელიან ნეტა
ხო ჰულემსი კიდე დამავიწყდა
როგორც გერმანიის გულშემატკივარი გაახალგაზრდავებას ვეთანხმები და დროა უკვე მარა ერტადერთი ჰუმელსი მეცოდება ეგ წასაყვანია ევრო 2020 ზე.ლოვი ალბათ ასეთი შემადგენლობით გაემგზავრება
ნოიერი,შტეგენი,კიმიხი,ზულე,რუდიგერი,ტა,კერერი,კროოსი,ჰავერცი,ბრანდტი,როისი,სანე,გნაბრი,გორეცკა,ვერნერი,შულცი,გიოცე