იტალიური „ნაპოლი“ გერმანული „ვოლფსბურგისა“ და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველის იოსიპ ბრეკალოს შეძენას აპირებს.
24 წლის ფეხბურთელს „მგლებთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, მაგრამ ნეაპოლელები მზად არიან ის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში დაიმატონ.
აღსანიშნავია, რომ ბრეკალო გარემარბია, ორივე ფლანგზე თამაშობს. ამრიგად, ხვიჩა კვარაცხელიას პოზიციის ფეხბურთელია, მაგრამ ნეაპოლელებს სურთ, საჭიროების შემთხვევაში ქართველის შემცვლელი ჰყავდეთ.
მიმდინარე სეზონში ბრეკალომ „ვოლფსბურგში“ 6 უგოლო მატჩი ჩაატარა. მანამდე მას ზაგრების „დინამოში“, „შტუტგარტსა“ და „ტორინოში“ აქვს ნათამაშები.
Please log in to post a comment Log in Or Register
I feel admired by your work and wonder how you manage this blog so well. It was great that I could see this valuable information whenever I surf the internet.
0?'>http://potty-racers2.com/geometry-dash-word':'>http://potty-racers2.com/geometry-dash-word'))