The Guardian-ის ინგლისურმა გამოცემამ „ნაპოლის“ ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია, 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელების რეიტინგში 40-ე ადგილზე დაასახელა.
იტალიური კლუბის ჩვენებური შუახაზელი რეიტინგში უფრო მაღალა დგას, ვიდრე იოზუა კიმიხი (ბაიერნი, 41-ე), დავიდ ალაბა (მადრიდის რეალი, 42-ე), კრიშტიანუ რონალდუ (ალ-ნასრი, 51-ე) და უამრავი დიდი ვარსკვლავი.
გამოცემამ ჯერჯერობით 11-დან მე-100 ადგილის ჩათვლით გამოაქვეყნა სია. საბოლოო ვერსია, ანუ პირველი ათეული, ხვალ, 27 იანვარს გახდება ცნობილი.
ტოპ 20-ის მოთამაშეები:
11. სადიო მანე (ბაიერნი)
12. ნეიმარი (პსჟ)
13. ჰარი კეინი (ტოტენჰემი)
14. ჯუდ ბელინგემი (ბორუსია დორტმუნდი)
15. კაზემირო (მანჩესტერ იუნაიტედი)
16. აშრაფ ჰაკიმი (პსჟ)
17. ანტუან გრიზმანი (მადრიდის ატლეტიკო)
18. ფედერიკო ვალვერდე (მადრიდის რეალი)
19.პედრი (ბარსელონა)
20. ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა)