ფეხბურთი

13:12 | 26.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

„სიტიდან“ ზაფხულში შესაძლოა ოთხი მოთამაშე წავიდეს

El Chiringuito-ს ჟურნალისტმა, ხოსე ალვარეს გაიამ განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს. „მანჩესტერ სიტი“ შესაძლოა, ოთხმა მოთამაშემ დატოვოს.

ამ სიაში შედიან ილკაი გიუნდოგანი, ბერნარდუ სილვა, ჟოაუ კანსელუ და აიმერიკ ლაპორტი. გერმანელს „სიტისთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება. კლუბს მასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება სურს, თუმცა გიუნდოგანი წასვლას თავად აპირებს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან „ბარსელონასთან“ წინასწარი კონტრაქტი უკვე გააფორმა.

ბერნარდუ სილვა დიდი ხანია ფიქრობს კლუბის შეცვლაზე. ფეხბურთელის გადაბირება „ბარსას", „რეალსა" და პსჟ-ს სურდათ. თანაც სილვამ „ქალაქელების“ ახალ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

მის თანამემამულე კანსელუს გვარდიოლასთან და სამწვრთნელო შტაბთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, რის გამოც გუნდიდან წასვლა გადაწყვიტა.

ლაპორტი ინგლისის დატოვებას ასევე 2023 წლის ზაფხულში აპირებს.

„მანჩესტერ სიტი“ ამჟამად პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 20 მატჩის შემდეგ 45 ქულით მეორე ადგილზეა.

0.106459