11:50 | 26.01.2023 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსი შესაძლოა ესპანეთის ნაკრებში დაბრუნდეს

AS-ის ცნობით, პსჟ-ის 36 წლის მცველი, სერხიო რამოსი, შესაძლოა ესპანეთის ნაკრებში დაბრუნდეს.

ესპანეთის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, ლუის დე ლა ფუენტე, პოტენციურ კაპიტნებთან შეხვედრების ფარგლებში, რამოსთან დაკავშირებას აპირებს.

თუმცა, თუ საუბარი შედგა, ეს არ ნიშნავს, რომ რამოსი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიასთან და შოტლანდიასთან მატჩებში ნაკრებში მოხვდება. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ფეხბურთელის სათამაშო ფორმაზე მომდევნო კვირებში.

რამოსმა ესპანეთის ნაკრებში 180 მატჩი ჩაატარა. მაგრამ მცველი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ეროვნული ნაკრების განაცხადს მიღმა დარჩა.

ახალი მწვრთნელის დებიუტი კი ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2024-ის მარტის შესარჩევ მატჩებში, ნორვეგიისა და შოტლანდიის ეროვნული გუნდების წინააღმდეგ შედგება. შეგახსენებთ, რომ ამ ჯგუფში საქართველოს ნაკრებიც თამაშობს.

0.11364